სპეციალიზებული მოხალისე

მოხალისეთა ეროვნულ სიაში დარეგისტრირებულ მოხალისეთაგან გამოიყოფიან სპეციალიზებული მოხალისეები იმ ტერიტორიულ ერთეულებში, რომლებიც დიდი მანძილით არის დაშორებული სახანძრო - სამაშველო დეპოსგან, საგანგებო სიტუაციის დროს პირველადი/გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალიზებული მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

სპეციალიზებულ მოხალისე მეხანძრე-მაშველთა ორგანიზებას და მათ განსაკუთრებულ მომზადებას/გადამზადებას უზრუნველყოფს სამსახური. ჯგუფის საქმიანობას უხელმძღვანელებს ტერიტორიულ ერთეულში მუდმივად მცხოვრები, სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი.

სპეციალიზებულ მოხალისეებს სამსახური წინასწარ გადასცემს სახანძრო-სამაშველო ტექნიკასა და აღჭურვილობას.

დარეგისტრირების შემდეგ ერთი კვირის ვადაში მოხალისეობის მსურველს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვა წერილი, ასევე მითითებულ ტელეფონის ნომერზე გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ იგი შერჩეულ იქნა მოხალისედ. ამის შემდეგ მათ ეცნობებათ გასაუბრებისა და შესაბამის სამედიცინო შემოწმების თარიღის შესახებ. ბოლო ეტაპზე კი, მოხალისედ შერჩევის მომენტიდან, მას გაუაქტიურდება პროფილი, სადაც მოხდება ეტაპობრივად მისი მოხალისეობრივი საქმიანობის (ტრენინგები, მოხალისეობრივი აქტივობები და ა.შ) შესახებ ინფორმაციის შეყვანა.