რას ნიშნავს, იყო მოხალისე

მოხალისეთა სისტემა არის ინსტრუმენტი ნებისმიერი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, გაუჩნდეთ შესაძლებლობა, ემსახურონ სამშობლოს, წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში და დაეხმარონ თანამოქალაქეებს.

მოხალისეობა ნიშნავს:

  • უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე იყენებ შენს დროს, ძალას, ენერგიას, უნარ-ჩვევებს საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად;
  • პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ასრულებ შენზე დაკისრებულ მოვალეობებს;
  • იყენებ შესაძლებლობებს ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად, აგრეთვე გარემოს დასაცავად.
  • პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად საქართველოში დამატებითი ძალის მობილიზების საჭიროება იკვეთება:

მოხალისის ძირითადი აღჭურვილობა:

  • ჟილეტი
  • სამუშაო ხელთათმანები
  • კეპი
  • ფანარი
  • ჩაფხუტი
  • პირველადი დახმარების ჩანთა (გადაეცემა მხოლოდ ჯგუფის ლიდერებს)