მოხალისეთა სისტემა არის ინსტრუმენტი ნებისმიერი მოქალაქისთვის, განსაკუთრებით კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის, გაუჩნდეთ შესაძლებლობა, ემსახურონ სამშობლოს, წვლილი შეიტანონ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში და დაეხმარონ თანამოქალაქეებს.
მოხალისეობა ნიშნავს:
- უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე იყენებ შენს დროს, ძალას, ენერგიას, უნარ-ჩვევებს საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად;
- პასუხისმგებლობითა და ენთუზიაზმით ასრულებ შენზე დაკისრებულ მოვალეობებს;
- იყენებ შესაძლებლობებს ადამიანების სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად, აგრეთვე გარემოს დასაცავად.
- პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად საქართველოში დამატებითი ძალის მობილიზების საჭიროება იკვეთება:
მოხალისის ძირითადი აღჭურვილობა:
- ჟილეტი
- სამუშაო ხელთათმანები
- კეპი
- ფანარი
- ჩაფხუტი
- პირველადი დახმარების ჩანთა (გადაეცემა მხოლოდ ჯგუფის ლიდერებს)