საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს სამცხე-ჯავახეთში მობილიზებული მოხალისეების საბაზისო მომზადებას. ტრენინგის ფარგლებში, მოხალისეები გაივლიან მომზადებას შემდეგ საკითხებში:
- პირველადი დახმარება
- ფსიქო-სოციალური დახმარება
- კატასტროფების მართვა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის ფარგლებში, უზრუნველყოფს მოხალისეთა მომზადებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას.