მწერალი
როგორი მომზადებულიც არ უნდა იყოს სახელმწიფო სტიქიური უბედურებების და კატასტროფების წინააღმდეგ, ყოველთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა და სამოქალაქო ძალა, რაც 13 ივნისის ტრაგიკული მოვლენების დროსაც დამტკიცდა, რომელშიც მეც ვიყავი ჩართული. ერთი მხრივ, ეს დიდი ტრაგედია იყო და მეორე მხრივ, იყო საზოგადოების კონსოლიდაციის მკაფიო შემთხვევა, როდესაც დავინახეთ, რომ შეგვიძლია, ჩვენით რაღაც პრობლემა გადავჭრათ. რომ ეს იყო თვითორგანიზება და მეტი სისტემურობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება იქნებოდა შესაძლებელი. თუ იარსებებს სამოქალაქო ძალის ორგანიზებული ვერსია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ხოლმე საქმეში, ეს გააორმაგებს სახელმწიფოს უნარს, შეეწინააღმდეგოს მსგავს უბედურებებს.